31 მაისს, 20:00 სთ-ზე, ფონდი „იავნანა“ და „აზდაკის თეატრი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო სპექტაკლზე გიწვევთ.
„თეატრი ათონელზე“ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“-ს მიხედვით რეჟისორ ივანე გაბრუაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს უმასპინძლებს.
ინტეგრირებული დასი – „აზდაკის თეატრი“ 2016 წელს დაარსდა და 16 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 8 ტიპური განვითარების მსახიობს აერთიანებს.
10 ივნისს ფონდ „იავნანას“ თანადგომით „აზდაკის თეტრი“ ბორჯომისკენ გაემართება საგასტროლოდ.
პროექტის მხარდამჭერები: კულტურისა და სპორტის სამინისტრო და „თეატრი ათონელზე“.