ფონდმა “ქართუმ” მინიატურების პარკი სახელმწიფოს გადასცა. შეკვეთილში ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწო. გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ”ქართუს” მადლობა გადაუხადა და აღმიშნა, რომ ტურისტული მიმართულებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
პარკში მინიატურულ განზომილებაშია წარმოდგენილი საქართველოს კულტურული, ისტორიული ძეგლები და სხვადასხვა ღირშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობები. პარკის მშენებლობაზე 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის დახარჯული.
