LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალაში 15 წლის გოგოს მოტაცებაში ბრალდებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

მოსამართლე

ფონიჭალაში 15 წლის გოგოს მოტაცებაში ბრალდებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

როგორც დაკავებულების უფლებადამცველმა, დიმიტრი ნაცვლიშვილმა განაცხადა, არასრულწლოვანს 3 ათას ლარიანი, ერთ სრულწლოვანს 25 ათას ლარიანი, ორს კი 15-15 ათას ლარიანი გირაო დაეკისრა.

„სასამართლომ გაითვალისწინა გარემოება, რომ ისინი პირველად იყვნენ პასუხისგებაში მიცემული, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ პოლიციაში, მისცეს ჩვენება სრულყოფილად.

ყველაფერი ეს გაითვალისწინა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობა“. – განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას დიმიტრი ნაცვლიშვილმა.

პროკურორ შოთა ბარამიას განცხადებით კი, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში, ბიჭმა, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ფონიჭალის დასახლებაში, ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა, საიდანაც სიძემ, სიძის ძმამ და კიდევ ორმა მეგობარმა მოიტაცა.

 

პოპულარულები