თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა ფონიჭალაში, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია სამი პირი.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.