ქვემო ფონიჭალაში საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირებს დაეჯახა.
გარდაცვლილია 2 და დაშვებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
თვითმხილველების თქმით, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ 7 ადამიანს დაეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.