ფონიჭალაში, რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ორ მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, პირველადი დახმარება არავის არ დასჭირვებია.
“ინფო რუსთავის” ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და საწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
მაშველები საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.