ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Foo Fighters-მა 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი EP სახელწოდებით 02050525 გამოუშვა. ალბომში 6 კომპოზიციაა შესული.
შეგახსენებთ, კოლექტივმა უკანასკნელი, რიგით მე-9 სტუდიური ალბომი Concrete and Gold, 2017 წელს გამოუშვა, ალბომმა ბილბორდის ჩარტებში მოწინავე პოზიცია დაიკავა. 12 ,,გრემის” მფლობელი Foo Fighters 1994 წელს Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა.
https://www.youtube.com/watch?v=wxUiwJRmbYc