LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორბსმა“ თათა ქართველიშვილს სტატია მიუძღვნა: „ვინმეს შეუძლია, თათასთან დარეკოს?“

203
tataqartvelishvilinews6

„ფორბსი“ სტატიას უძღვნის ლოს ანჯელესში მცხოვრებ ქართველ პიარაგენტს, თათა ქართველიშვილს, რომელმაც ხუთი წლის წინ დაფუძნებული სააგენტოს Tata LA-ს დახმარებით დიზაინერებსა და მსოფლიო ვარსკვლავებს შორის ახალი ხიდის გაჩენას შეუწყო ხელი.

„ფორბსი“ ქართველი სპეციალისტის შესახებ წერს:

„ლოს ანჯელესში საქმიანი ვიზიტით მყოფს ყველგან მხოლოდ ერთი სახელი მესმოდა, იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი იწყებოდა ცნობილი სახეებისა და დიზაინერების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. ეს სახელია თათა. „ვინმეს შეუძლია თათასთან დარეკოს?“, „თქვენ აუცილებლად უნდა დაურეკოთ თათას!“. როგორც აღმოჩნდა, თათა ქართველიშვილი არის Tata LA-ს დამფუძნებელი, შოურუმისა და პიარსააგენტოსი, რომელიც მაღალი დონის კლიენტებს ემსახურება დიზაინისა და გართობის სფეროდან… როგორ ახერხებს ის, ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავები დააკავშიროს დამწყებ დიზაინერებთან და მათ სივრცეები მისცეს კონკურენციისთვის? ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ…“

თათა ქართველიშვილი „ფორბსს“ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და აღნიშნავს:

„ჩემი პირველი დიდი გარღვევა პიარის კუთხით კენდალ ჯენერის სტილისტთან, მარნი სანოფონტესთან და მის გუნდთან მუშაობის დაწყება იყო. მანამდეც ვმუშაობდი რამდენიმე ა კლასის არტისტთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი დიზაინერების ნამუშევრები კენდალმა მორიგო, ყველაფერი შეიცვალა…“

თათა ინტერვიუში ქართველ დიზაინერებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ისინი უნიკალურები არიან:

„ქართული დიზაინები მუდამ უნიკალურად გამოიყურება. ეს არის ის განსაკუთრებული რამ, რაც მხოლოდ ქართველებს აქვთ და ამ ყველაფერს უფრო მეტი და მეტი გამოხმაურება აქვს. ხუთი წლის წინ კოლექციების გაყიდვა ძნელი იყო. სტილისტებსა და თავგადაკლულ მოდისმოყვარულებს ის საინტერესოდ ეჩვენებოდათ, მაგრამ ცნობილ ადამიანებს – ძალიან განსხვავებულად იმისგან, რასაც მიჩვეულები იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ორმხრივი განათლების ნელი პროცესი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კლიენტებისთვის ამ ბრენდების თავიდან გაცნობით საკუთარი წვლილი შევიტანე ამ დამოკიდებულების შეცვლაში…“

შეგახსენებთ, რომ თათა ქართველიშვილის პიარსააგენტოს დამსახურებით, მსოფლიო ვარსკვლავებს, როგორებიც არიან კენდალ ჯენერი, ლედი გაგა, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვები სულ უფრო ხშირად აცვიათ ქართული ბრენდების ნამუშევრები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g