LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford 2 მილიონ კროსოვერს უკან გამოიწვევს

111
Ford

Ford 2 მილიონ Explorer-ს უკან გამოიწვევს. ამ წლის პირველი უკან გამოწვევის კამპანიის ფარგლებში სერვისცენტრებში 1 889 110 კროსოვერს მიიწვევენ და საუბარი 2011-დან 2019 წლამდე გამოშვებულ მოდელებზეა.

გაირკვა, რომ მოძრაობის დროს ავტომობილს შესაძლოა საქარე მინის გარე კონსტრუქცია მოძვრეს. როგორც აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართვის სააგენტოში ამბობენ, ამის გამო შესაძლოა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები დაზარალდნენ.

Ford-მა დეფექტის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს გაიგო და მას შემდეგ 14 ათასამდე საჩივარიც მიიღო. თუმცა, გამოძიება ამერიკულმა კომპანიამ მხოლოდ გასული წლის იანვარში დაიწყო.

როგორც Ford-ის სპეციალისტებმა დაადგინეს, დეფექტის მიზეზი კონვეიერზე მუშაობის დროს გამოყენებული უხარისხო დეტალია. უკან გამოწვეულ ათასობით კროსოვერს სპეციალისტები უახლოეს თვეებში შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ შეაკეთებენ კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები