LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ახალი Bronco–ს გამოშვებას ისევ აგვიანებს

124
fordbronco20122

კომპანია Ford–მა მიუხედავად დიდი აჟიოტაჟისა, „ბროკნოს“ გამოშვება მაინც გადადო. მიზეზი – ლოჯისტიკური სირთულეებია, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. ამერიკულმა კონცერნმა პრობლემა აღიარა და ისიც დაამატა რომ შეკვეთების მიღება და პირველი ავტომობილების დარიგება მომავალში ერთდროულად მოხდება.

პირველ კლიენტებს ყველგანმავალის ფულის გადახდა 2021 წლის იანვარში მოუწევთ, ხოლო ავტომობილი დილერებთან მხოლოდ მომავალი წლის ზაფხულში გამოჩნდება. არადა მანამდე მწარმოებელი მაქსიმალურ ვადად გაზაფხულს ასახელებდა.

„ფორდმა“ დააზუსტა, რომ უხერხულობა ახალი Bronco–ს ყველა მყიდველს შეექმნება და ძარის ან კომპლექტაციის ტიპს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე გვიან თავის ავტომობილებს ის კლიენტები მიიღებენ, ვინც ყველგანმავალი მექანიკური გადაცემათა კოლოფით შეუკვეთა. ასეთი მოდელებისთვის წარმოების ვადად 2021 წლის ბოლო სახელდება.

ავტომობილის ბაზარზე გამოსვლის გადავადება „ბრონკოს“ გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე მოხდა. „ფორდის“ ინფორმაციით, დეკემბრის დასაწყისისთვის უკვე 200 ათასზე მეტი წინასწარი შკვეთა გაფორმდა და მსურველთა რაოდენობა მომავალში ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g