LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის პირველი პიკაპი 100 წლის გახდა

182

Ford-ის პირველი პიკაპი Ford – Model TT 100 წლის გახდა. ამერიკულმა ავტომწარმოებელმა სატვირთო 2017 წლის 27 ივლისს წარმოადგინა.

Ford-მა პირველი პიკაპის შემუშავებისას Model T-ს კაბინა და ძრავი  გამოიყენა. პიკაპის მაქსიმალური ტვირთამწეობა ერთ ტონას შეადგენდა. ავტომწარმოებელი ავტომობილს 600 დოლარად ყიდდა.

Ford Model TT-ს გაყიდვაში გამოსვლის პირველივე წელს 209 ეგზემპლარი გაიყიდა. 1928 წლისთვის კი უკვე 1,3 მილიონი ასეთი ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, ამის შემდეგ კი პიკაპი Model AA წარმოადგინა, რომლის ტვირთამწეობაც 1 500 კილოგრამს შეადგენდა.

Ford Model TT მემკვიდრე დღეს F სერია გახლავთ. აშშ-ში ბოლო 40 წელია ყველაზე გაყიდვადი სწორედ Ford-ის პიკაპებია, ხოლო უკვე 35 წელია შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარულ ავტომობილებს სწორედ პიკაპები წარმოადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები