LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის საშობაო რგოლი, სადაც Mental Block ცნობილ ფილმებში ხვდება

11

კომპანია Ford-მა საშობაო რგოლი, სახელწოდებით Snowkhana 5 გამოუშვა, რომელიც კენ ბლოკის ”ჯიმხანას” პაროდიას წარმოადგენს. ვიდეო თოჯინების მულტიპლიკაციის ჟანრშია გაკეთებული. სერია მოგვითხრობს სუპერგმირზე სახელად Mental Block და დრიფტისას ცნობილი ჰოლივუდური ფილმების სცენებში უწევს გავლა.

სამწუთიანი რგოლის გადაღებას მთელი თვე დასჭირდა, გადაღებისთვის Lego-ს 17 ხე, 11 ქილა ხელოვნური თოვლი, შვიდი მუყაოს შენობა, ერთი ქილა ქაფი და ქალის კოლგოტები გამოიყენეს, რომლისგანაც ”სკუბი დუს” სცენისთვის ტრამპლინის ბადე გააკეთეს. Snowkhana 5-ში სულ 18 ფილმისა  და მულტფილმის სცენის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის: ”უკან მომავალში”, ”ფორსაჟი”, ”ფორესტ გამპი”, ”მოჩვენებებზე მონადირენი” და ”გამყინვარების პერიოდი”.

გარდა ამისა, რგოლში არის თავად კენ ბლოკის ბოლო, მეათე სერიის ”ჯიმხანადან” ნაწყვეტი, სადაც მრბოლელი რკინიგზას, მატარებლის წინ ახტება. Snowkhana-ს პირველი სერია სამი წლის წინ გამოჩნდა.

 

http://motor.ru/news/2016/12/16/snowkhana/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები