კომპანია Ford-მა კაცური ყველგანმავალი Explorer Men’s Only Edition წარადგინა. 8 მარტს მთელი მსოფლიო ქალთა დღეს აღნიშნავდა, მამაკაცებიც თავის მშვენიერ მეორე ნახევრებს საჩუქრებს და ყურადღებას უძღვნიდნენ. ამ დროს ამერიკული კონცერნი უჩვეულო გზით წავიდა და ახალ თიზერში კაცური ყველგანმავალი Explorer წარადგინა. Ford-ის მთავარი მიზანი იმის ჩვენება იყო, თუ რამდენი ოფცია გაჩნდა ავტომობილში ქალი-ინჟინრების დამსახურებით. და როგორ გაუჭირდებოდათ კაცებს, როგორც ამ ოფციების ასევე ქალების გარეშე.
სარეკლამო რგოლის Ford Explorer Men’s Only Edition მთავარი გმირი ავტომობილი გახდა. ახალი მოდიფიკაციის წარდგენისას აქცენტი მის მახასიათებლებზე გაკეთდა.
ეს უკანასკნელი კი ავტომობილს არც თუ ისე მრავლად აქვს და პირიქით ბევრი რამე აკლია კიდეც.
იმისათვის, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში ქალების როლისთვის გაესვა ხაზი, Ford-მა აჩვენა მანქანა რომელსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი აკლია.