LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა მზის დაბნელებას სპეციალური Bronco მიუძღვნა

111
bronco

Ford-მა მზის დაბნელებას ყველგანმავალი Bronco-ს სპეციალური ვერსია მიუძღვნა. მზის სრული დაბნელების სანახავად იდეალური ადგილი ცენტრალური მექსიკიდან კანადის ახლო აღმოსავლეთამდე ტერიტორიაა. ტეხასი, სადაც Bronco Off-Roadeo Texas-ის მოედანი მდებარეობს, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება აშშ-ში, საიდანაც უნიკალური ბუნებრივი მოვლენის ნახვა იქნება შესაძლებელი.

ამ მოვლენისთვის Ford-მა სპეციალური ღონისძიება და Ford Bronco-ს უახლესი მოდიფიკაციის პრეზენტაცია დაგეგმა.

Bronco Off-Roadeo – ეს არის ერთდღიანი თავგადასავალი, რომელიც Bronco-ს ფასშია გათვალისწინებული. ღონისძიება მოიცავს საკმაოდ რთულ და საინტერესო მარშრუტს, გამოცდილი გიდების გუნდს და ძალიან ბევრ გასართობს, რომელიც მეპატრონეს თავისი ავტომობილის შესაძლებლობებს უკეთ გააცნობს.

კლიენტებს შესაძლებლობა მიეცემათ კემპინგში ადგილი 2 ღამით დაჯავშნონ ან მიიღონ ერთდღიანი საშვი, რათა მზის დაბნელებას უყურონ. ორდღიანი ლაშქრობა 1995 დოლარი ღირს, ხოლო ერთდღიანი თავგადასავლის ფასი – 595 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები