LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Mustang Mach-E–ს მძღოლებს საჭისთვის ხელის მოკიდება აღარ დასჭირდებათ

83
fordmustangnewsjune

კომპანია Ford–მა ავტონომიური მართვის სისტემა Active Drive Assist წარადგინა. სიახლეს ელექტრონული კროსოვერი Mustang Mach-E მომავალი წლიდან მიიღებს. სისტემა მძღოლს საშუალებას მისცემს, რომ საჭისთვის ხელის შეხების გარეშე გადაადგილდეს.

სისტემა Active Drive Assist ტექნოლოგიური პროექტის Co-Pilot 360–ის ერთ–ერთ ელემენტს წარმოადგენს და მისი მიზანი ავტომობილის მძღოლებისთვის მაქსიმალური უსაფრთხოების შექმნაა.

ახალი ტექნოლოგიის გამოცდას პირველად ელექტრონული კროსოვერის Mustang Mach-E–ს მფლობელები შეძლებენ. იმისათვის რომ ავტოპილოტი მიიღონ, კლიენტებს ელექტრონული „მუსტანგის“ პაკეტი Active 2.0–ის შეკვეთა მოუწევთ.

ავტოპილოტის ტექნოლოგიით აღჭურვილ ავტომობილს შეუძლია რომ წინასწარ განსაზღვრული მარშრუტი დამოუკდიებლად გაიაროს და ამაში მას სპეციალური გადამცემები და კამერები დაეხმარება. დასაწყისისთვის ავტოპილოტი მხოლოდ დიდ ავტომაგისტრალებზე იმუშავეს.

ახალი ტექნოლოგია მძღოლის მდგომარეობასაც აკონტროლებს. ინფრაწითელი კამერა მუდმივად მძღოლის თვალებს უყურებს და აფიქისრებს თუ საით იყურება ის. სისტემა მაშინაც კი მუშობს როცა მძღოლს სათვალე ან დამცავი ნიღაბი უკეთია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები