LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორმულას“ 2 თანამშრომელს თავს დაესხნენ

115
ფორმულა 44

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. არხი იუწყება, რომ ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

„ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ „ფორმულას“.

კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე „ფორმულას“ საშვის ქონის გამო ჩაუმსხვრიეს”, – აღნიშნა „ფორმულას” წამყვანმა ინციდენტზე საუბრისას.

ტელეკომპანია „ფორმულაში“ 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიას, როდესაც ის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

ვახო სანაია მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკევშირებს.

ვიდეო: ვრცელდება კადრები, სადაც ვახო სანაიაზე თავდასხმაა ასახული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g