LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფორმულას” თანამშრომლებზე თავდასხმა, ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციისა და ძალადობრივი ფონის გაგრძელებაა: ზუკა გუმბარიძე

86
ზუკა გუმბარიძე

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, “ფორმულას” თანამშრომლებზე თავდასხმა, ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციისა და ძალადობრივი ფონის გაგრძელებაა, რომელიც მათი აზრით, იმ უპასუხისმგებლო რიტორიკას უკავშირდება, რაც მმართველ პარტიას და დეპუტატებს აქვთ.

არხის გენერალური დირექტორი, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს დაინტერესდნენ მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტებით და მათაც მოახდინონ პროცესებში ჩარევა.

„ფორმულას“ 2 თანამშრომელს თავს დაესხნენ

“მანქანაზე, რომელზეც არის ფორმულას ლოგოები და ფორმულას მიკროფონის ღრუბელი, განხორციელდა ვანდალური აქტი ჩამსხვრეულია შუშები, რაც მიუთითებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ეს ხდებოდა კომენდანტის საათის დროს. მეორე ფაქტი უკავშირდება, ასევე ფორმულას მძღოლს, რომელიც ნაცემია, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მან ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მთხოვა. სახელი, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ დაგვესახელებინა.

ჩვენ ვთხოვთ კომპეტენტურ ორგანოებს დაინტერესებას. ეს გრძელდება მას შემდეგ რაც ვახო სანაიაზე კიდევ ერთი თავდასხმა.

ეს გაგრძელებაა ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი ფონის, რომელიც ჩვენ იმ აზრით ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას მათ დეპუტატებს და ხელმძღვანელობას. მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა გამომწვევია ყველა ასეთი ტიპის პრობლემის. ჩვენ გვსურს ნინო ლომჯარია ასევე დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდეს მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტებით და მათაც მოახდინონ პროცესებში ჩარევა”, – აცხადებს ზუკა გუმბარიძე.

მოვუწოდებთ შსს-ს დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით: კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

magti 5g