სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ფორმულას თანამშრომლის თავდასხმაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187-ე მუხლით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავად ავტომობილის მძღოლი გამოიკითხა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია “ფორმულა” საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ფორმულას“ 2 თანამშრომელს თავს დაესხნენ