LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორსაჟის“ პრემიერა კორონავირუსის გამო ერთი წლით გადაიდო

122
dc7ef0a892abd97663e6af1f601a8d97

მოსალოდნელი მსოფლიო კინოპრემიერებიდან, ქართველი მაყურებელი ყველაზე მეტად, ალბათ „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილს ელოდა. როგორც იცით,  ფილმის გადაღებები საქართველოში, აგვისტოსა და სექტემბერში, 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ ვიხილავთ,  თუ რომელ ადგილებში მოხდა ლეგენდარული ფილმის გადაღებები. ფილმის პრემიერა კორონავირუსის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, ერთი წლით გადაიდო. მისი მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 22 მაისს უნდა შემდგარიყო, თუმცა მას  2021 წლის აპრილში ვიხილავთ.

„უნივერსალისთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ეს საუკეთესო გზაა ფილმის მაღალი შემოსავლისთვის“,  – წერია „ფორსაჟის“ „ტვიტერის“ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები