LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორსაჟის“ შემდეგ, Universal Studios საქართველოში კიდევ ერთი ფილმის გადაღებას გეგმავს

306
film making

Universal Studios კვლავ დაინტერესებულია საქართველოში ფილმის წარმოებით. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენჩაიზისთვის “ფორსაჟი” სცენების თბილისში გადაღების შემდეგ, ქვეყანას ესტუმრებიან გამოცდილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები: ილტ ჯონსი, ლორი ბარტონი და პიტერ გლუკი. მათ სხვადასხვა დროს უმუშავიათ ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა: The Suicide Squad, Captain Marvel, Black Panther, Transformers, Iron Man, The Dark Knight Rises, Inception, The Lion King, Once Upon a Time… In Hollywood, Pirates of the Caribbean, Mr. & Mrs. Smith, Mission: Impossible, X-Men და სხვა.

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში”, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში.

ლოკაციის მენეჯერები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით.

სტუმრებისთვის შედგენილი ტური 14 – 18 სექტემბერს მოეწყობა. ვიზიტის ბოლოს კი ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის, სადაც Universal Studios-ის წარმომადგენლები საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g