LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორსაჟში“ ნახევარი მილიარდი დოლარის ზარალი დაითვალეს

62

ფილმის “ფორსაჟი“ არსებობის მანძილზე, რომელიც ჯამში რვა ნაწილს მოიცავს, ნახევარი მილიარდი დოლარის ზარალი დაითვალეს.

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ექსპერტებმა სადაზღვევო პორტალ InsureThe Gap-თან ერთად გამოავლინა დასკვნა, სადაც წერია, რომ ფილმის პირველ შვიდ ნაწილში ზარალის ოდენობა 514 მილიონ დოლარს უტოლდება: განადგურდა 300 ავტომობილი (მათ შორის სპორტქარი W Motors Lykan Hypersport, რომლის ღირებულებაც 3,4 მილიონი დოლარია) და 100-მდე სხვადასხვა შენობა.

ყველაზე მეტი ობიექტი ფილმში ჯეისონ სტეტჰემის პერსონაჟმა დააზიანა, დეკარდ შოუს მიერ მიყენებული ზარალი 182 მილიონ დოლარს აღწევს. მეორე და მესამე ადგილებზე ვინ დიზელისა და დუეინ ჯონსონის გმირები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ფილმის მერვე ნაწილის პრემიერა უახლოეს მომავალში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები