LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „ეს მინდოდა მეთქვა ბატონ გოგაშვილზე.. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ“

“მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტს და წერს, რომ “ნორმალურ ქვეყანაში სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ”.

სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – გამოძიება 3 მუხლით დაიწყო

“ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ. 2013 წელს სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და ახლა კი ნახეთ რანაირ უშველებელ სახლში ცხოვრობს. ფაქტია რომ კორუფციით შეიძინა ის ქონება რაც აქვს. მაგრამ დაიჭირეს სულ სხვა რამის გამო. ესაა სევდა ჩვენი ქვეყნის და ქართული ოცნების რეალური სახეც. კორუფცია ქართული ოცნებისთვის არაფერი განსაკუთრებული არაა. მთავარია ვინმემ რამე არასასურველი არ გაავრცელოს. ეს მინდოდა მეთქვა ბატონ გოგაშვილზე”, – წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

სოსო გოგაშვილს ოფიციალურად ბრალი გუშინ წაუყენეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული – საუბარია პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვაზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვაზე.

დაცვის მხარე სამივე მათგანს აბსურდად მიიჩნევს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს წარდგენას აპირებს.

გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად სამი დღის წინ აიყვანეს.

ამავე თემაზე:

“ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთო“.. საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს” – რას ჰყვება გოგაშვილის მეუღლე და რას ამბობს მისი შვილი?

სოსო გოგაშვილის მეუღლე: “ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ, აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი – სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი”

ადვოკატი: როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

„არ შეგრჩებათ მკვლელებო!!.. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული“ – რა მიმართვას ავრცელებს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი