LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შოვის სტიქიას გადარჩენილი ჩეხების ოჯახი დღეში ორჯერ, 400 კაცზე აკეთებს საჭმელს“ – რას წერენ სოციალურ ქსელში ჩეხ მზარეულზე

სოციალურ ქსელში, ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“, მოქალაქე წერს ჩეხი მზარეულის შესახებ, რომელიც 3 აგვისტოს შოვის სტიქიას გადაურჩა.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი აცხადებს, მზარეული ოჯახთან ერთად დღის განმავლობაში ორჯერ, 400 ადამიანისთვის საჭმელს ამზადებს:

„ამაზე არ დაწერილა, არ ვიცი, რატომ…

ჩეხი ოჯახი, რომელიც სტიქიის პირველ დღეს გადარჩა და ონის მაშველებმა გამოიყვანეს, მზარეული Michal Bartak, მისი ინიციატივა იყო, რამით დახმარებოდა რაჭველებს და ყოველ დღე ოპერატორები, ადამიანები, ვინც ტექნიკაზე ოპერირებს, მაშველებისთვის, მოხალისეებისთვის, სასწრაფოს პერსონალისთვის, პოლიციელებისთვის, დღეში ორჯერ, ჯამში, 400 კაცზე აკეთებს საჭმელს, სუპებს, გულიაჟებს და ა.შ“, – წერს მოქალაქე და ფოტოებს და ვიდეოს ავრცელებს.

 

 

 

„მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დამსვენებელთა ავტომანქანები იყო დარჩენილი, მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა, პროცესი ხვალაც გაგრძელდება“ – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

„ვყვიროდით, ბავშვებო, ხმა გაგვეცით-მეთქი… თოკებზე ჩაბმულები, ტალახში ჩაფლული ხეებიდან ვაკვირდებოდით გარემოს” – რას ჰყვება ყოფილი მაშველი სტიქიის ზონიდან