LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავრილოვის მონებო” – დეპუტატები პარლამენტში სტვენის ფონზე შედიან

პარლამენტის შენობაში დეპუტატები სტვენისა და შეძახილების ფონზე შედიან.

“მონებო, მონებო, გავრილოვის მონებო!”-ამ შეძახილებით მიმართავენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პარლამენტის წევრებს.

აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას ახდენენ. სამართალდამცველებს ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაყავთ.

პარლამენტთან პერიოდულად არის მცირე შეხლა-შემოხლა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შექმნა და არჩევნები გააყალბა.

პიკეტირებისას პარლამენტის შენობასთან ერთი პირი დააკავეს