პიკეტირების აქცია პარლამენტთან- დაკავებულია ერთი პირი.
დეპუტატების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეები მათ შეძახილებით შეხვდნენ, რასაც სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად კი, ერთი პირი, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს.
პარლამენტის ზედა შესასვლელთან აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 2 მარტს პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს, თუმცა, როგორც წინასწარ გახდა ცნობილი, ეს არ იქნება ბლოკირება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ყველა დეპუტატი შეძლებს.