„ფორტუნა“ მორიგი ჯილდოს მფლობელია – რადიოჰოლდინგი ბიზნესის პოპულარიზაციისა და აქტიური მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა. აღნიშნული აღიარება კომპანიამ „თბილისი გარდენ ჰოლში”, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებულ, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის საზეიმო საღამოზე მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან თაიმსისა“ და „გორბის” ბიზნესდაჯილდოებაზე 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდნენ. საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია გრან-პრის მფლობელი, ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა.
ბიზნესრეიტინგის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია „ავერსი“ გახდა, ხოლო – წლის ინვესტორის პოზიცია კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისმა“ დაიკავა.
2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები არიან:
ავერსი
ასკანელიძმები
ბადაგონი
ბაზისბანკი
ბრავო რექორდს
გალფი
გეოპლანტი/გურიელი
გიუაანი
დანკინ დონატსი
დუგლაძეების ღვინის კომპანია
ენსისი
ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი
ზარაფხანა
კავკასიის ავტოიმპორტი
ლილო მოლი
ნიკორა სუპერმარკეტი
ორბი ჯგუფი
პეესპე ჯგუფი
პეტროკას ენერჯი ჯგუფი
სანტეჯი-ემ-თი პროდუქტები
სარაჯიშვილი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
სოკარი
ტოიოტა ცენტრი თბილისი
ქედი სტუდიო
შუხმან ვაინს ჯორჯია
ჯორჯიან პროდაქტს
წლის საუკეთესო ინვესტორები არიან:
დრიმლენდ ოაზისი
ლისი დეველოპმენტი
მეღვინეობა შილდა
ქართული ზეთისხილი
ჯეოსთილი
ჯორჯიან მანგანეზი
წელს, საპატიო სტუმრების სტატუსით ღონისძიებაზე შემდეგი კომპანიები იყვნენ:
საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“
სიღნაღის არტჰოტელი
შავი ზღვის უნივერსიტეტი
ღვინის ეზო N1
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო.
შეგახსენებთ, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.