LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fortuna.ge გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მედიაკონკურსის გამარჯვებული გახდა

551
BeFunky-collage (13)

საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმა Fortuna.ge  გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში “მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის “.

ჯილდო ნომინაციაში – საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ჟურნალისტ დედიკა კალატოზს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მეორედ გაიმართა მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება. აღნიშნული კონკურსი ჩატარდა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში.

მედიაკონკურსის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდენენ ორ ნომინაციაში:

კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი – ტვ ბორჯომის ჟურნალისტი ნინო ვართაპეტიანი

და საუკეთესო სტატია (ციფრული) – რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ჟურნალისტი დედიკა კალატოზი.

 

 

28 ოქტომბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

SDG 4 – ხარისხიანი განათლება – საქართველოს ბანკი
SDG 5 – გენდერული თანასწორობა – აჭარა ჯგუფი 
SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – საქართველოს ბანკი
SDG 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები – ეიპიემ ტერმინალს ფოთი
SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება – ლიდერი
SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეფეს საქართველო  და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი სახლი საქართველო 

ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სპეციალური ჯილდო გადაეცა თიბისი ბანკს.

 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

 

magti 5g