ცნობილი ხდება, რომ 4K ფორმატის ფილმები iTunes-ზე გამოჩნდება - აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც iTunes-მა ფილმი „მგზავრები“ შეიძინა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ფილმის აღწერილობაში ის აღწერილი იყო, როგორც „4K, HDR“, სინამდვილეში კი, მისი ჩამოტვირთვა HD-ხარისხში იყო შესაძლებელი.