რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბეჰატი პრინსლუ და ადამ ლევინი მალე მეორე ბავშვის მშობლები გახდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მოდელმა გაავრცელა.
38 წლის ადამ ლევინმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ ფოტო გააზიარა, სადაც მისი ახალი ტატუ ჩანს. სვირინგი „True Love“ („ნამდვილი სიყვარული“) მომღერალს თითებზე აქვს ამოტვიფრული. მეუღლის ახალი ტატუს ფოტო მისმა მეუღლემ, მოდელმა ბეჰატი პრინსლუმაც გააზიარა.
Victoria's Secret-ის 27 წლის მოდელი, ბეჰატი პრინსლუ ორსულობის ბოლო თვეების მიუხედავად „მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელის“ სტატუსს ინარჩუნებს. ბრენდის „ანგელოზმა“ „ინსტაგრამზე“ მორიგი ფოტო გააზიარა, სადაც თამამი ბიკინი აცვია.
ეჭვი არავის ეპარება, რომ Victoria's Secret-ის ანგელოზებმა იციან, როგორ წარმოაჩინონ საკუთარი სხეული კამერის წინ საუკეთესოდ. თუმცა ხანდახან მათი ფორმებით არა თავად, არამედ მეუღლეები ამაყობენ! ასეა ბეჰატი პრინსლუსა და ადამ ლევინის შემთხვევაშიც: ამ უკანასკნელმა თავის გამომწერებს გაუზიარა ფოტო, სადაც მისი ორსული მეუღლე წელს ზემოთ შიშველი პოზირებს.