ადამ ლევინმა ორსულის ფორმა მოირგო. თავის „ინსტაგრამზე“ მუსიკოსმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ფეხმძიმე ცოლთან, მოდელ ბეჰატი პრინსლუსთან ერთად არის გადაღებული. „მე-20 კვირა და როგორც იქნა, მუცელი იზრდება“ - დააწერა ფოტოს ადამ ლევინმა.
მომავალი მშობლები - ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ პაპარაცებმა ბევერლი-ჰილსზე გასეირნების დროს დააფიქსირეს.თავდაპირველად წყვილი მაღაზიებში დადიოდა, მოგვიანებით კი მათ ხელჩაკიდებულებმა სეირნობა გააგრძელეს.