LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » Aerosmith|სტივენ ტაილერი

Aerosmith|სტივენ ტაილერი

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Aerosmith-მა სამხრეთ ამერიკაში დაგეგმილი კონცერტები კოლექტივის ფრონტმენის, 69 წლის სტივენ ტაილერის ავადმყოფობის გამო გადადო. შესაბამისი განცხადება „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.
Aerosmith-ის ვოკალისტმა, სტივენ ტაილერმა ალბომი „We’re All Somebody From Somewhere“ გამოუშვა. 40 წლიანი კარიერის მანძილზე, ეს მუსიკოსის პირველი სოლო-ნამუშევარია.
ბოლო დროს პრესაში ხშირად იწერება, რომ ჯგუფი Aerosmith სულ მალე დაიშლება. ამ დღეებში კი კოლექტივის შეუცვლელმა ვოკალისტმა, სტივენ ტაილერმა განაცხადა, რომ 2017 წელს ჯგუფის გამოსამშვიდობებელი ტურნე გაიმართება.
უკვე დიდი ხანია დადის ხმები იმის თაობაზე, რომ სტივენ ტაილერი Aerosmith-ს ტოვებს. ამ თემაზე კომენტარი ცოტა ხნის წინ ჯგუფის წევრმა, ბრედ უიტფორდმა გააკეთა. მამაკაცმა აღნიშნა, რომ მათ გადაწყვიტეს კოლეგების - ჯგუფ AC/DC-ს მიბაძვა და ტურნეში სხვა ფრონტმენთან ერთად გაემგზავრნენ.
მუსიკალური სცენის ვეტერანებმა, ჯგუფმა Aerosmith, შესაძლოა 2017 წელს არსებობა შეწყვიტოს. კოლექტივმა, რომელსაც ამჟამად მცირე პაუზა აქვს აღებული, მომავალ წელს შესაძლოა უკანასკნელი გასტროლი გამართოს. ამის შესახებ თავად სტივენ ტაილერმა განაცხადა.