კიანუ რივზმა და ალექსანდრა გრანტმა გულშემატკივრები კვლავ გაახარეს თავიანთი გამოჩენით. წყვილი ნიუ-იორკში, მსახიობის ახალი ფილმის, Good Fortune პრემიერაზე იმყოფებოდა
გასულ კვირას დასავლური მედია წყვილის ფარული ქორწინების შესახებ ალაპარაკდა. წყაროს ცნობით, წყვილის საქორწინო ცერემონია ევროპაში მოგზაურობის დროს შედგა, რომელსაც მსახიობისა და მხატვრის მხოლოდ ყველაზე ახლო მეგობრები ესწრებოდნენ