გასული კვირის უქმეებზე მოდელმა ალესანდრა ამბროსიომ მშობლიურ რიო-დე-ჟანეიროს მიაშურა და მზიან სანაპიროზე მეგობრებთან ერთად გაერთო. Victoria’s Secret-ის „ანგელოზი“ მალევე მოექცა გარშემომყოფების ყურდაღების ცენტრში.
ბრაზილიელმა მოდელმა საკუთარი ხაზის ále By Alessandra სარეკლამო კამპანიისთვის იპოზიორა. ლამაზმანმა საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექცია წარმოადგინა. გადაღებები იბიცაზე მიმდინარეობდა. 34 წლის ალესანდრამ ზღვის სანაპიროზე იპოზიორა და საცურაო კოსტიმები, ზღვის სხვადასხვა აქსესუარები და უნაკლო სხეული წარმოადგინა.