ჯორჯი და ამალი საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ვილის შეძენას აპირებენ, რომლის ღირებულებაც 7,9 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსი ბრედ პიტის ვილის გვერდითაა აშენებული
თუ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მანდილოსნების უმეტესობა ისვენებდა, ორსულობის მიუხედავად ამალ კლუნიმ მთელი დღე დაძაბულ სამუშაო განრიგს მიუძღვნა. მომავალი დედა ლონდონიდან ნიუ-იორკში გაემგზავრა. პაპარაცებმა ის გაეროს შენობასთან დააფიქსირეს. მასთან ერთად მისი კლიენტები და ნობელის პრემიის ლაურეატი ნადი მურადი იმყოფებოდნენ. რა მიზნით ეწვივნენ ისინი ნიუ-იორკს, უცნობია.