მსახიობები ამანდა სეიფრიდი და ტომას სადოსკი გოგონას მშობლები გახდნენ. ინფორმაცია წყვილის წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა. ამ დროისთვის უცნობია, რა დაარქვეს პატარას.
ამანდა სეიფრიდმა და ტომას სადოსკიმ საიდუმლოდ იქორწინეს. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გადაცემაში Late Late Show გახდა, როდესაც წამყვანმა სტუმრად მისულ სადოსკის ნიშნობა მიულოცა, მან კი ამანდას „ცოლი“ უწოდა.