ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული წყვილი - ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი, ტყუპების მშობლები გახდნენ. 42 წლის მომღერალს და 36 წლის ჩოგბურთელს ქალიშვილი და ვაჟიშვილი 16 დეკემბერს, მაიამიში შეეძინათ. პატარებს ლუსი და ნიკოლასი დაარქვეს.
ენრიკე იგლესიასი, მისი რჩეული, ანა კურნიკოვა და მათი ახლობლები მექსიკის სანაპიროზე ისვენებენ. ინფორმაცია ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა, სადაც მათ ფოტოები განათავსეს.
ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან. წყვილი არც სოციალურ ქსელში აქტიურობს, ამიტომ მათ შესახებ ნებისმიერი სიახლე ინტერესის განსაკუთრებული ობიექტი ხდება. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ მათ გერმანული ნაგაზის ლეკვი შეიძინეს და ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ ფოლოვერებს განუცხადეს.
ბოლო დროს, ენრიკე იგლესიასისა და ანა კურნიკოვას შესახებ სულ უფრო ხშირად ვრცელდება ხმები, რომ ისინი ფარულად დაქორწინდნენ. შეგახსენებთ, რომ წყვილი 15 წელია ერთად ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე დაქორწინებას არ ჩქარობს, რადგან ცნობილი მომღერალი მიიჩნევს, რომ სიყვარული ქაღალდის დოკუმენტებით არ გამოიხატება.
რუსმა ჩოგბურთელმა, ანა კურნიკოვამ ენრიკე იგლესიათან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ეს ფაქტი კი აღსანიშნავია, რადგაც წყვილი იშვიათად პოზირებს ერთად. ფოტოზე ანასთან და ენრიკესთან ერთად, ჩოგბურთელის უმცორის ძმა, ალანიც არის გამოსახული.