ქსელში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთობლივი ფილმის „ზღვასთან ახლოს“ მეორე ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეო საკმაოდ ემოციური და დრამატულია - მთავარი გმირები ტირიან, ყვირიან, ჩხუბობენ და შემდეგ სხვადასხვა ოთახში ცალ-ცალკე წყნარდებიან.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 9 წლის ქალიშვილი, შაილო ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში უმკიცებდა მშობლებს, რომ ბიჭის ტანსაცმელი მას უფრო მეტად მსოწონს, ვიდრე გოგოსი. ცოტა ხნის წინ შაილომ პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტიც მოითხოვა სქესის შეცვლის მიზნით, ცნობილი იყო ისიც, რომ შაილოს კეიტლინ ჯენერის ისტორიამ შთააგონა ეს ყველაფერი, რომელიც წარსულში ათლეტი ბრიუს ჯენერი იყო და რომელიც რამდენიმე თვის წინ გახდა ქალი.
ბრედ პიტი ხშირად არ გვათამამებს ფოტოსესიებით. თუმცა, ამჯერად მან V Magazine-თვის იპოზიორა. 51 წლის მსახიობმა რამდენიმე ფოტოში გაიხადა კიდეც. ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა.