კომპანია „უოლტ დისნეის“ დირექტორმა, ბობ აიგერმა „ავატარის“ თემატური პარკის გახსნის თარიღი დაასახელა. ცნობილი ხდება, რომ Pandora – The World of Avatar ხელმისაწვდომი უკვე 27 მაისს გახდება. პარკი ფლორიდაში განთავსდება. აიგერი დარწმუნებულია, რომ ის ძალიან პოპულარული იქნება.