LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ჰადიდი

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი ბელა ჰადიდი კარიბის ზღვის სანაპიროზე ისვენებს და თამამი ფოტოების „ინსტაგრამზე“ გაზიარებას განაგრძობს. თითქმის ყველა მათგანზე ჰადიდს წითელი საცურაო კოსტიუმი აცვია, რომელშიც საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება და ამას მისი თაყვანისმცემლებით აღნიშნავენ.
მოდის კვირეულები დასრულდა და ცნობილი მოდელები დამსახურებული შვებულებით ტკბებიან. ერთ-ერთი ასეთია ბელა ჰადიდი, რომელმაც კარიბის ზღვის სანაპიროს მეგობრებთამ ერთად მიაშურა.
ბელა ჰადიდი, უფროსი დის მსგავსად, თამამი ფოტოების მოყვარული აღმოჩნდა. თავის „ინსტაგრამზე“ 20 წლის მოდელმა შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წელს ზემოთ შიშველია გამოსახული. ფოტოს მან კომენტარის სახით დააწერა, რომ აღნიშნული სურათი საიდუმლო პროექტის ნაწილია, რომლის დეტალებიც ამ დროისთვის არ ხმაურდება.