ბეჰქმების ოჯახის თითოეული წევრი უჩვეულო ნიჭით არის დაჯილდოებული: უფროს ვაჟს, ბრუკლინს ფოტოხელოვნება იტაცებს, რომეოს- მოდა, ჰარპერს - ხატვა, ხოლო კრუზს, როგორც ახლახანს ხდება ცნობილი - სიმღერა. ვიქტორიამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ 11 წლის კრუზი არაჩვეულებრივად მღერის.