დაახლოებით ერთი თვის წინ, ბიონსემ თავის თაყვანისმცემლებს გაუმხილა, რომ მალე ტყუპების დედა გახდება. ექიმებმა მას ყველანაირი აქტივობა აუკრძალეს, ამის გამო მან ფესტივალ „კოაჩელაზე“ გამოსვლაც გადადო.
ბიონსე და ჯეი-ზი ტყუპების დაბადებისთვის ემზადებიან. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პატარებისთვის ვარსკვლავი მშობლები 100 ათას დოლარად შეფასებულ მოოქროვილ საწოლებს შეიძენენ, ამჯერად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი ტყუპების ოთახს ბიონსე და ჯეი-ზი ძვირფასი ნივთების მუზეუმად აქევენ, სადაც თითოეული ნივთი ხელოვნების ნომუში და დიზაინერული შედევრი იქნება.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბიონსეს ორსულობის შესახებ, ინტერესი ვარსკვლავის მიმართ განსაკუთრებით გამძაფრდა. შექმნილი აჟიოტაჟის გამო კი ცნობილი ხდება, რომ მომღერალი სახლში მშობიარობის ვარიანტს არ გამორიცხავს. ამ საკითხში მას გვერდში უდგას მეუღლეც, რომელსაც სურს, ბიონსეს ზედმეტი სტრესი აარიდოს, ამიტომ სულ მალე, მათი ლოს-ანჯელესის სახლის ნაწილი სამშობიაროდ აუცილებელი ტექნიკითა და მოწყობილობებით აღიჭურვება.
ხმები ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, ბიონსესა და ჯეი-ზის შესაძლო დაშორების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა. თუმცა ცოტა ხნის წინ გაჟღერებულმა ინფორმაციამ ბიონსეს ორსულობის შესახებ, თითქოს ამ ჭორებს საფუძველი მოაკლო. მითუმეტეს, რომ ბედნიერი ბიონსე ხშირად აზიარებს ფოტოებს.