LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე|ჯეი-ზი

მას შემდეგ, რაც პრესაში გავრცელდა ხმები ბიონსესა და ჯეი-ზის დაშორებასთან დაკავშირებით, არ წყდება პარალელური ცნობებიც იმის შესახებ, რომ წყვილი ქორწინების გადარჩენას ცდილობს. ჯერ ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავური ოჯახი ახალი ცხოვრების დაწყებას ახალი ფურცლიდან აპირებს და ამისთვის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი მდიდრული ვილაც კი შეიძინა. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ბიონსე ორსულად არის. ქსელში გავრცელდა მცირე რგოლი, სადაც მკაფიოდ ჩანს მომრგვალებული მუცელი.
როგორც ჩანს, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილის სტატუსი ურთიერთობის გადასარჩენად არც ისე საკმარისი მიზეზია.
ბიონსემ თაყვანისმცემლებს ახალი კლიპი წარუდგინა, რომელიც სიმღერაზე „All Night“ არის გადაღებული.