LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე|ჯეი-ზი

რამდენიმე დღის წინ, ბიონსე და ჯეი-ზი ახალ ორლეანში მეგობრის ქორწილს დაესწრნენ. მათ თან უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივიც წაიყვანეს. ახალდაქორწინებულები კომპანია Supreme-ის გენერალური დირექტორი და მისი რჩეული იყვნენ.
თითქმის 4 თვე გავიდა, რაც ბიონსე და ჯეი-ზი ტყუპების მშობლები გახდნენ და მხოლოდ ახლა მოხვდა ოჯახი სრული შემადგენლობით პაპარაცების ობიექტივში.
ბიონსე და ჯეი-ზი აქტიურად ზრუნავენ არამარტო ოჯახის, არამედ ქონების გაფართოებაზე. ცოტა ხნის წინ, წყვილმა 26 მილიონ დოლარად ღირებული სახლი შეიძინა, რომელიც ისტ-ჰემპტონში მდებარეობს.
მიუხედავად პრესაში მუდმივად გავრცელებული ჭორებისა ბიონსესა და ჯეი-ზის დაშორების შესახებ, წყვილი მუდმივად ამტკიცებს, რომ მათ ოჯახურ იდილიას საფრთხე არ ემუქრება.
გამოცემამ Los-Angeles Times ჯეი-ზისა და ბიონსეს გრანდიოზული სახლის დეტალები შეიტყო. ვილა 12 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მასში არის: 4 აუზი, სპა და ველნეს-ცენტრი, კალათბურთის მოედანი, 15 ავტომობილის სადგომი და სხვა უამრავი სათავსო. აღსანიშნავია, რომ გარე ფასადზე სახლს ტყვიაგაუმტარი კარები და ფანჯრები აქვს.