ცოტა ხნის წინ ბრიტანული მუსიკალური პრემიის, BRIT Awards 2016-ის ნომინანტები გამოვლინდნენ. არავის გაკვირვებია, როდესაც ნომინაციების მხრივ ლიდერი ადელი გახდა - მომღერალი ოთხ კატეგორიაზეა წარდგენილი. ნომინანტებს შორის ასევე არიან - კელვინ ჰარისი, ჯასტინ ბიბერი, ელი გოლდინგი, One Direction, ედ შირანი, სემ სმიტი, ჯეიმს ბეი, ემი უაინჰაუსი და სხვები.