მიმდინარე წლის მაისში, Coldplay-მ სიმღერაზე Up&Up ახალი კლიპი წარმოადგინა, რომელიც ბენდის არსებობის ისტორიაში საუკეთესოდ დასახელდა. სინგლი ჯგუფის ახალ ალბომში A Head Full of Dreams შედის.
პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay სიმღერაზე „Up&Up“ კლიპი წარმოადგინა. ფანტასტიკისა და სიურეალიზმის ნაზავი საკმაოდ ლამაზ ვიდეოს წარმოადგენს. კლიპმა თაყვანისმცემლების მოწონება დაიმსახურა.
Coldplay-ს უკანასკნელი ალბომი „A Head Full of Dreams“ ბრიტანული ჩარტის სათავეში მოხვდა. დისკი 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა, თუმცა ადელი გადამეტებული პოპულარობის გამო, პირველ პოზიციაზე ვერ მოხვდა. „სუპერბოულზე“ გამოსვლის შემდეგ კი ალბომის მიმსართ ინტერესი გაიზარდა, სწორედ ამის შემდეგ დაიპყრო დისკმა მოწინავე პოზიცია.