კანადური კომპანია D-Wave ერთადერთი კომერციული მწარმოებელია, რომელიც კვანტურ კომპიუტერებს აწარმოებს. მათ ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნეს მსგავსი ტიპის მოწყობილობა. 16 და 28 კუბიტური სიმძლავრის კომპიუტერი - სახელად Orion-ი, საკმაო პოპულარობით სარგებლობდა იმ პერიოდში. როგორც ჩანს, კომპანია მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და წელს გასაყიდად D-Wave 2000Q გამოიტანა. კომპიუტერი 2000 კუბიტის სიმძლავრისაა და 15.000.000 აშშ დოლარად არის შეფასებული.