41 წლის კრის მარტინი, ყოფილი მეუღლისგან, გვინეტ პელტროუსგან განსხვავებით, პირადი ცხოვრების აფიშირებისგან თავს იკავებს. თუმცა, დროთა განმავლობაში მისი და დაკოტა ჯონსონის ურთიერთობა სულ უფრო სერიოზული ხდება
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრის მარტინსა და დაკოტა ჯონსონს რომანი აქვთ, რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. წყვილი ერთად პარიზში ისვენებდა, თუმცა მათი ერთობლივი ფოტო ქსელში მხოლოდ ახლა გავრცელდა.