ჩენტჰემში ყოველწლიური დოღი იმართება, რომელიც არამარტო უამრავი ტურისტის, არამედ ცნობილი ადამიანების ყურადღებასაც იპყრობს. გუშინ დოღის რიგით მეორე, Ladies Day გაიმართა. სტუმრებს შორის ლივ ტაილერი და დეივ გარდნერი, სედი ფროსტი ახალ ბოიფრენდთან ერთად, ჰერცოგინია კამილა, პრინცესა ანა და ზარა ტინდალი იყვნენ.