ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ამერიკის ყველაზე სკანდალური პრეზიდენტობის კანდიდატი გახდებოდა, დონალდ ტრამპი მედიის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პერსონა იყო. პრესის ყურადღებას ის არასოდეს უჩიოდა. ჟურნალისტებისთვის მას არაერთხელ განუცხადებია და უჩვენებია, რომ ფლობს დიდ თანხებს იმისთვის, რომ ნებისმიერი ლუქს-ტიპის უძრავი ქონება იყიდოს.