სტუდია Pixar-ის მულტფილმის, „დორის ძიებაში“ მოგებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ თანხიდან 485 მილიონი მულტფილმმა სამშობლოში გამოიმუშავა, 500 მილიონზე მეტი კი საზღვრებს გარეთ.
სტუდია Pixar-ის მულტფილმი „დორის ძიებაში“ ამერიკული კინოგაქირავების ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური პროექტი გახდა. მისმა მოგებამ სამშობლოში 445 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ამ მაჩვენებელმა კი მეორე ადგილზე გადაიყვანა „შრეკი 2“, რომელიც თავის დროზე 441 მილიონი დოლარით პირველ ადგილს იკავებდა.